ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანია Lloyd's of London-მა ახალი პროდუქტი წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემების გაუმართაობით ან არასწორი მუშაობით გამოწვეულ ზარალს დაფარავს. ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშალ ტაიმსი“ წერს.
კერძოდ, ეს ეხება ისეთ გენერაციულ მოდელებში დაშვებულ შეცდომებს, როგორიცაა ჩატბოტები, რომლებსაც შეუძლიათ არაზუსტი ან ფიქტიური ინფორმაციის წარმოება.
სადაზღვევო პროდუქტი შეიმუშავა სტარტაპმა Armilla-მ Y Combinator-ის მხარდაჭერით დაიწყო და ის დაზღვეულია Lloyd's-ის რამდენიმე დამზღვევის მიერ.