Yahoo Finance-ma, მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, 20 ქვეყანა დაასახელა, რომლებსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვს. ამის შესახებ Visual Capitalist-ი წერს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ჩინეთის ყველაზე დიდი $26.8 მლრდ ვალი პაკისტანს ჰქონდა. მეორე ადგილზე იყო ანგოლა $21 მლნ-იანი ვალით და მესამეზე - შრი-ლანკა $8.9 მლრდ-ით.

გამოცემა წერს, რომ ჩინეთმა განვითარებად ქვეყნებს 1,1 ტრილიონ დოლარზე მეტი სესხი მისცა თავისი Belt and Road Initiative-ის (BRI) ფარგლებში, მაგრამ ეს საკრედიტო ბუმი მომავალში შეიძლება პრობლემა გახდეს.

AidData-ს 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ამ სესხების 80% მოდის იმ ქვეყნებზე, რომელთაც ფინანსური სიდუხჭირე აქვთ. ამიტომ კითხვის ნიშის ქვეშ დგება საკითხი, შეძლებენ კი ეს ქვეყნები ამხელა ვალების დაფარვას?

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ამტკიცებს, რომ BRI არის გლობალური განვითარების მამოძრავებელი, დასავლეთის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩინეთისთვის BRI „ვალების ხაფანგის დიპლომატია", ერთგვარი ტაქტიკა, რომლითაც ერთი ქვეყანა ვალს მეორეზე გავლენის მოსაპოვებლად იყენებს.

იმ ქვეყნების ოცეული, რომელთაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვს, ასეთია:

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი ჩინეთის მიმართ / მლრდ დოლარში

  • არგენტინა - 2.9 მლრდ დოლარი; 
  • მონღოლეთი - 3.0 მლრდ დოლარი;
  • ბრაზილია - 3.4 მლრდ დოლარი;
  • კონგოს რესპუბლიკა - 3.4 მლრდ დოლარი;
  • სამხრეთ აფრიკა - 3.4 მლრდ დოლარი;
  • კამერუნი - 3.8 მლრდ დოლარი;
  • კოტ-დივუარი - 3.9 მლრდ დოლარი;
  • ბელორუსია - 3.9 მლრდ დოლარი;
  • კამბოჯა - 4.0 მლრდ დოლარი;
  • ეკვადორი - 4.1 მლრდ დოლარი;
  • ნიგერია - 4.3 მლრდ დოლარი;
  • ეგვიპტე - 5.2 მლრდ დოლარი;
  • ლაოსი - 5.3 მლრდ დოლარი;
  • ბანგლადეში - 6.1მლრდ დოლარი;
  • ზამბია - 6.1 მლრდ დოლარი;
  • კენია - 6.7 მლრდ დოლარი;
  • ეთიოპია - 6.8 მლრდ დოლარი;
  • შრი-ლანკა - 8.9 მლრდ დოლარი;
  • ანგოლა - 21.0 მლრდ დოლარი;
  • პაკისტანი - 26.6 მლრდ დოლარი.

ფინანსთა სამინისტროს 2023 წლის ნოემბრის სტატისტიკით საქართველოს ჩინეთის ვალი არ აქვს. თუმცა, სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში $8.64 მლრდ-ია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $728 მლნ-ით მეტია. ლარებში საგარეო ვალი წლიურად 1.95 მლრდ ლარით გაიზარდა და ის ამჟამად 23.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ვისი ვალი აქვს საქართველოს:

დონორი ორგანიზაცია / ვალის ნაშთი (2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით)

ADB - $2,209,495,000

მსოფლიო ბანკის ჯგუფი - $2,100,044,000

EIB - $1,003,422,000

საფრანგეთი (AFD) - $763,402,000

გერმანია (KFW) - $625,202,000

ევრობონდი  - $500,000,000

EBRD - $231,106,000

AIIB - $210,211,000

IMF (მთავრობის ვალი) - $195,993,000

ევროკავშირი - $145,943,000

იაპონია - $134,941,000

IFAD - $37,184,000

რუსეთის ფედერაცია - $15,241,000

ავსტრია - $13,403,000

ევროსაბჭოს განვითარების ბანკი - $12,830,000

ქუვეითი - $11,458,000

ამერიკის შეერთებული შტატები - $8,573,000

თურქეთი - $4,342,000

ყაზახეთი - $2,425,000

აზერბაიჯანი - $2,230,000

სომხეთი - $1,967,000

ირანი - $1,626,000

გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს IMF-ის მიმართ 412 მილიონი დოლარი მართებს.