Cobalt Holdings Plc ივნისში ლონდონში აქციების პირველადი შეთავაზების (IPO) ჩატარებას გეგმავს, რაც შესაძლოა დიდ ბრიტანეთში ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყოს.

კომპანიამ განაცხადა, რომ IPO-ს დროს დაახლოებით 230 მილიონი დოლარის მოზიდვას ელის.

განთავსების წამყვანი ინვესტორები იქნებიან სასაქონლო ტრეიდერი Glencore და საინვესტიციო კომპანია Anchorage Structured Commodities Advisor, რომლებიც შეთავაზებული აქციების 20.5%-ს შეიძენენ.

Cobalt Holdings დაკავებულია კობალტის შეძენით და შენახვით, რომელიც ელემენტების წარმოებაში ძირითადი ლითონია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიკ გრინბერგის თქმით, მოდელი, რომელზეც ის აგებულია, ინვესტორებს ამ ლითონზე წვდომას აძლევს „კობალტის კვლევასთან, განვითარებასთან და წარმოებასთან დაკავშირებული პირდაპირი რისკებისა და ვალდებულებების გარეშე“.

ვრცლად interfax–ზე