ისრაელის მიერ დასავლეთ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოცამდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ალ ქუვეითის საავადმყოფოზე დაყრდნობით  ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულების უმეტესობა ბავშვია.

რაფაჰში ახლა მხოლოდ ალ ქუვეითის საავადმყოფო მოქმედებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ნაწილობრივ ახერხებს ფუნქციონირებას.