ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მოუწოდა ქვეყნებს, მეტი ინვესტიცია ჩადონ მოქალაქეების ფსიქიკური ჯანმრთელობის განმტკიცებაში და შეახსენებს, რომ მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ფსიქიკური აშლილობით იტანჯება. ამის შესახებ ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ორ ანგარიშთან ერთად - „მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობა დღეს“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ატლასი 2024“ გამოქვეყნდა.

ამგვარად, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის საკითხები პლანეტის ყოველ მერვე ადამიანზე ახდენს გავლენას.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ტრანსფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ამოცანა. მისი სიტყვები მოყვანილია ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

ჯანმო-ს შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისთვის გლობალური საშუალო სახელმწიფო დაფინანსება ჯანდაცვის მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, რაც 2017 წლიდან უცვლელია. ამავდროულად, ორგანიზაცია ქვეყნებს შორის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დანახარჯების სერიოზულ ხარვეზს აფიქსირებს: მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე 65 დოლარამდე ხარჯავენ, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები - 0.04 დოლარს.

ჯანმო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფსიქიკური აშლილობების ყველაზე გავრცელებული ტიპები, სქესის მიუხედავად, შფოთვითი და დეპრესიული აშლილობებია. ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად დეპრესია და შფოთვა 12 მილიარდი სამუშაო დღის დაკარგვას იწვევს, რაც გლობალურ ეკონომიკას 1 ტრილიონი დოლარის ზარალად უჯდება პროდუქტიულობის დაკარგვის გამო. (ეს თანხა არ მოიცავს ჯანდაცვის პირდაპირ ხარჯებს, ანუ დარღვევების მკურნალობას).

ვრცლად vedomosti – ზე