აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც გუშინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, დღეს უკრაინის პრეზიდენტთან,ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან ვისაუბრებ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინთან გამართული საუბრით. არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია“, - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით გუშინ ისაუბრეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.
„მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.