ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები მარტში 5,2%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით და 1,03 მილიონი შეადგინა, ნათქვამია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) განცხადებაში.

კლება წლის დასაწყისიდან პირველად დაფიქსირდა და რეკორდული იყო 16 თვის განმავლობაში.

თებერვალში ეს მაჩვენებელი 10,1%-ით გაიზარდა. პირველ კვარტალში ავტომობილების გაყიდვები ევროკავშირში 4,4%-ით გაიზარდა წლიურად და 2,77 მლნ შეადგინა. 

მთლიანობაში ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნები, პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) შემცირდა 2,8%-ით და 1,38 მილიონამდე, რაც განპირობებულია სეზონური ფაქტორებით, რადგან ხალი მანქანების რეგისტრაციის პიკი ქვეყანაში მარტსა და სექტემბერშია.

გერმანიაში, ევროპის უდიდეს ავტომობილების ბაზარზე, გაყიდვები მარტში შემცირდა 6,2%-ით და შეადგინა 263,8 ათასი; საფრანგეთში გაყიდვები შემცირდა 1,5%-ით, 180 ათასამდე; იტალიაში - 3,7%-ით 162 ათასამდე; ესპანეთში - 4,7%-ით, 94,8 ათასამდე. 

Volkswagen ჯგუფის (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.) გაყიდვები ევროკავშირში გასულ თვეში შემცირდა 9%-ით 251 ათასამდე, Stellantis-ის (გაერთიანებული Fiat Chrysler და PSA Group) - 12.6%-ით 189.1 ათასამდე. Reno-ს – 2,1%-ით 108,2 ათასამდე.

იაპონური Toyota Group-ის მანქანების გაყიდვები 18,4%-ით გაიზარდა, ხოლო სამხრეთ კორეის Hyundai Group-ის გაყიდვები 5,9%-ით შემცირდა.

გერმანულმა ძვირად ღირებული ავტომობილების მწარმოებელმა Bayerische Motoren Werke AG (BMW) გაყიდვები მარტში 6,7%-ით შეამცირა, ხოლო მისი კონკურენტი Mercedes-Benz-ის გაყიდვებმა 1,7%-ით იკლო.

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ევროკავშირში გასულ თვეში გაყიდა 28,9 ათასი მანქანა, რაც 30,4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით.