ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტმა კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებაზე რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 31 წევრმა ქვეყანამ, ხოლო ოთხი წინააღმდეგი იყო, რომელთა შორისაც იყო სერბეთი. რაც შეეხება საბერძნეთს, პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

შემდეგი ნაბიჯი ამ საკითხის კენჭისყრაზე წარდგენა იქნება. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 18 აპრილის სესიაზე მოხდება, რის შემდეგაც საკითხს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს.