დანიური ფარმაცევტული კომპანიის, Novo Nordisk-ის აქციები კოპენჰაგენში 30%-ით დაეცა, რაც მათი ერთდღიანი ვარდნის ყველაზე დიდი მაჩვენებელია ისტორიაში. კომპანიის საბაზრო ღირებულება 70 მილიარდი დოლარით შემცირდა, ამის შესახებ Bloomberg-ი და Reuters-ი წერენ.
აქციების ფასი მას შემდეგ დაეცა, რაც კომპანიამ აღმასრულებელი დირექტორის შეცვლა გამოაცხადა და გაყიდვების პროგნოზი შეამცირა.