გერმანიის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო წარმოება 3%-ით გაიზარდა.
Trading Economics-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები საშუალოდ მის 0.8%-ით ზრდას ვარაუდობდნენ.
მარტის მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო.
გადახედვის შემდეგ, დადასტურდა მონაცემები თებერვალში სამრეწველო წარმოების 1.3%-ით შემცირების შესახებ.
მარტში სამრეწველო წარმოების ზრდა, პირველ რიგში, განპირობებული იყო ფარმაცევტული და ავტომობილების წარმოების ზრდით - შესაბამისად, 19.6%-ით და 8.1%-ით. მშენებლობის სექტორის წარმოება წინა თვესთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა, ხოლო ენერგიის წარმოება 1.8%-ით შემცირდა.
წარმოების საშუალებების გამოშვება, ასევე სამომხმარებლო საქონელი 4.9%-ით, ხოლო შუალედური საქონელი - 1.1%-ით გაიზარდა.
წლიური მაჩვენებლით, გერმანიაში სამრეწველო წარმოება მარტში 0.2%-ით შემცირდა. თებერვლის კლება გადაიხედა ადრე გამოცხადებული 4%-დან 4.1%-მდე.