იაპონური სტარტაპი Toregem Biopharma ჩაატარებს მსოფლიოში პირველ კლინიკურ კვლევებს „სტომატოლოგიური აღდგენის წამალზე“, რომელიც კიოტოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაიმართება. დაგეგმილია ანოდონტიით დაავადებული პაციენტების მოზიდვა, რომლებსაც კბილები დაბადებიდან მთლიანად ან ნაწილობრივ აკლიათ.

პაციენტებს მკურნალობენ ანტისხეულებით, რომლებიც თრგუნავენ USAG-1 პროტეინის მოქმედებას, რაც ხელს უშლის კბილის ჩამოყალიბებას.

„ანოდონტიის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ აქვთ იმპლანტები ან პროთეზები. Toregem Biopharma-ს წამალი შეიძლება იყოს მათთვის „მესამე ვარიანტი“, - ამბობს თანადამფუძნებელი Katsu Takahashi.

ჯგუფი იმედოვნებს, რომ პრეპარატი დაეხმარება არა მხოლოდ ადამიანებს, რომლებსაც კბილები დაბადებიდან არ აქვთ, არამედ მათაც, ვინც კარიესის გამო დაკარგეს.

კვლევის პირველი ეტაპი ჩატარდება სექტემბერში. კვლევაში ჩაერთვება 30 ჯანმრთელი ზრდასრული მამაკაცი, რომლებსაც არ აქვთ მინიმუმ ერთი უკანა კბილი მაინც.

მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალ წელს იგეგმება. მასში მონაწილეობას მიიღებენ 2-7 წლის ასაკის პაციენტები თანდაყოლილი ანოდონტიით, რომლებსაც დაბადებიდან მინიმუმ ოთხი კბილი აკლიათ.

ჯგუფმა უკვე გამოცადა პრეპარატი ცხოველებზე და გვერდითი მოვლენები არ აღმოაჩენილა. 

„ახალი კბილების გაზრდა ყველა სტომატოლოგის ოცნებაა“, - განუცხადა ტაკაჰაშიმ გასულ წელს იაპონურ გაზეთ „მაინიჩის“. 

rb.ru