Bloomberg-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიან ილონ მასკის კაპიტალი ბოლო 24 საათში 3.59 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია წლიურ ჭრილში დაკარგული თანხის რაოდენობა, რაც 60.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მასკის მიერ დაკარგული 60.5 მლრდ აშშ დოლარი Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მე-2 ადგილზე მყოფ ლარი ელისონს ამ მომენტშივე რომ დაუმატო, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მაინც Tesla-ს დამფუძნებელი იქნება.
ასე რომ, ინდექსის მიხედვით, მასკის უპირატესობა სოლიდურია, მთლიანად ათეულში კი, 16 აგვისტოს მონაცემებით, ასეთი სიტუაციაა:
- ილონ მასკი - 372 მლრდ აშშ დოლარი;
- ლარი ელისონი - 301 მლრდ აშშ დოლარი;
- მარკ ცუკერბერგი - 275 მლრდ აშშ დოლარი;
- ჯეფ ბეზოსი - 252 მლრდ აშშ დოლარი;
- ლარი პეიჯი - 182 მლრდ აშშ დოლარი;
- სტივ ბალმერი - 178 მლრდ აშშ დოლარი;
- სერგეი ბრინი - 171 მლრდ აშშ დოლარი;
- ბერნარდ არნო - 158 მლრდ აშშ დოლარი;
- იენსენ ჰუანგი - 157 მლრდ აშშ დოლარი;
- უორენ ბაფეტი - 144 მლრდ აშშ დოლარი.
როგორც ხედავთ, ათეულში ადგილი დაიბრუნა უორენ ბაფეტმა, რომელმაც Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის (2012 წელს დაარსდა და ყოველდღიურად განახლებადია) ტოპ-10-ში ადგილი პირველად გასულ კვირას დაკარგა.