დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები ვერ შეაჩერებს ირანის განვითარებას. ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„ირანის წინააღმდეგ სანქციებს არასდროს მოუტანია შედეგი, ისინი არც მომავალში მოიტანს შედეგს“, - აღნიშნა ხამენეიმ.

მისი თქმით, სანქციები დე ფაქტო გზაა ქვეყნების წინააღმდეგ ომისთვის იარაღის გამოყენების გარეშე.

,,სანქციები არის ერთგვარი ომი სამხედროების მონაწილეობის გარეშე, ისინი შემოღებულია იმისთვის, რომ ერებმა  თავიანთ მიზნებს არ მიაღწიონ”, - აღნიშნა ირანის ლიდერმა თეირანში გამოფენის გახსნაზე, რომელიც ირანულ ექსპორტს მიეძღვნა.

ირანის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების თემის აქტიური განხილვა დასავლეთის ქვეყნებში ისრაელის ტერიტორიაზე თეირანის ბოლო თავდასხმების შემდეგ დაიწყო. ირანმა ისინი დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის საპასუხოდ განახორციელა.