ლიეტუვა გეგმავს 20250 წლისთვის ენერგორესურსების ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ამ დროისთვის ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა 74 ტვტ/სთ უნდა იყოს.  

ამის შესახებ ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განახლებულ ეროვნულ სტრატეგიაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ მოამზადა. 

ლიეტუვური ქსელის ოპერატორის Litgrid-ის მონაცემებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება 2023 წელს 5,7 ტვტ/სთ იყო, ხოლო მოხმარება – 11,1 ტვტ/სთ. ამრიგად, 2050 წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 13-ჯერ და 7-ჯერ უნდა გაიზარდოს.

სტრატეგია ითვალისწინებს ქვეყანაში 2030 წლის შემდეგ დაბალი სიმძლავრის ბირთვული რეაქტორების განვითარების შესაძლებლობას.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული სცენარის მიხედვით, 2050 წელს ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი უნდა აწარმოოს ხმელეთზე ქარის ელექტროსადგურებმა -28,1 ტვტ.სთ, ოფშორული ქარის ელექტროსადგურებით უნდა იწარმოებოდეს 18,8 ტვტ.სთ, ატომური რეაქტორებით, რომლებიც შეიძლება აშენდეს 2030 წლის შემდეგ - (11,2 ტვტ.სთ), ხოლო მზის ელექტროსადგურებით - 9,5 ტვტ.სთ.

ამავდროულად, წყალბადის მრეწველობამ ყველაზე მეტი ელექტროენერგია 2050 წელს უნდა მოიხმაროს (35,5 ტვტ.სთ). დანარჩენ ინდუსტრიაში (12.6 ტვტ.სთ) და ტრანსპორტიდან (6.3 ტვტ.სთ) მოხმარება გაცილებით დაბალი იქნება. 

2030 წელს ლიეტუვაში ელექტროენერგიის ფასი, სტრატეგიის მიხედვით, 55-65 ევროს ფარგლებში უნდა მერყეობდეს მეგავატ/სთ-ზე. გასულ კვირას ლიეტუვაში ელექტროენერგიის საბაზრო ფასი 84 ევრო იყო მეგავატ/სთ-ზე. უფრო მეტიც, გასულ წელს ბაზარზე საშუალო ფასი კიდევ უფრო მაღალი იყო - 94 ევრო მეგავატ/სთ-ში, ხოლო 2022 წელს 230 ევროს მიაღწია მეგავატ/სთ-ში.