მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საზღვაო ძალების ცნობით, ყველა სამხედრო ადგილზე დაიღუპა. ვერტმფრენები ერთმანეთს სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პილოტებმა დისტანცია არ დაიცვეს, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია. თუმცა, ზუსტი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.