წლის დასაწყისიდან McDonald's-ის აქციები 7,7%-ით დაეცა და მათი საბაზრო ღირებულება 197 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ CNBC იუწყება. სწრაფი კვების გიგანტმა დაბალი გაყიდვები დააფიქსირა 2-23 წლის მეოთხე კვარტალში. ამის მიზეზად მედია ბოიკოტს ასახელებს მას შემდეგ, რაც ისრაელის ლიცენზიანტმა ჯარისკაცებს ფასდაკლებები შესთავაზა. ამ ფაქტმა გავლენა მოახდინა გაყიდვებზე ახლო აღმოსავლეთში და ზოგიერთ ბაზრებზე რეგიონის გარეთ.

კომპანია ასევე იძულებული გახდა დროებით დაეხურა ზოგიერთი ლოკაცია, რათა უზრუნველეყო მუშების უსაფრთხოება საპროტესტო აქციების ფონზე.

ამ თვის დასაწყისში McDonald's-მა გამოაცხადა, რომ შეიძენს 225 რესტორანს, რომლებსაც მართავდნენ მისი ისრაელელი ფრენჩაიზები.

შეერთებულ შტატებში, Burger-ის ქსელმა აღნიშნა, რომ დაბალ შემოსავლიანმა მომხმარებლებმა შეამცირეს თავიანთი ხარჯები.

StreetAccount-ის შეფასებით, ეს ტენდენცია გაგრძელდება მიმდინარე კვარტალში და უოლ სტრიტი პროგნოზირებს გაყიდვების ზრდას იმავე მაღაზიებში მხოლოდ 2.6%-ით.