თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაგრამ ნატო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარე არ უნდა გახდეს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ, ასევე, ვიცავთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რომ ნატო კონფლიქტის მხარე იყოს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სამართლიან მშვიდობას დამარცხებული არ ჰყავს. ჩვენ მივიღეთ გამოწვევა, რომ გზა გავუხსნათ მუდმივ მშვიდობას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, სტამბოლის პროცესის მეშვეობით“, - განაცხადა ერდოღანმა, რომელიც 2022 წელს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებს გულისხმობდა.

„ყოველი დღე, როდესაც იარაღს ისვრიან და ადამიანები იღუპებიან, აჩვენებს, რომ ამ საკითხში ჩვენ სწორ მხარეს ვართ“, - განაცხადა ერდოღანმა.