ნავთობის ფასების ვარდნა სამშაბათს ვაჭრობაში გაძლიერდა და 5%-ზე მეტს შეადგენს, Brent–ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 68 დოლარზე დაბლა ივაჭრება პირველად თითქმის ორი კვირის განმავლობაში.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ამ კლასის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასმა ბარელზე 67.76 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა ვაჭრობის დახურვის მაჩვენებელთან შედარებით 3.72 აშშ დოლარით (5.2%-ით) ნაკლებია.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაზე WTI ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსები 3.55 დოლარით (5.18%-ით) დაეცა და ბარელზე 64.96 დოლარს მიაღწია.
სესიის დროს Brent-ის ფასი ბარელზე 67.5 დოლარამდე დაეცა, ხოლო WTI-ის ფასი ბარელზე 64.79 დოლარამდე.