ოქროს ფიუჩერსები სამშაბათს გაიზარდა წინა დღის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო უსაფრთხო თავშესაფრის აქტივებზე მოთხოვნის შესუსტებით.

Comex-ის ბირჟაზე ივნისის ოქროს ფიუჩერსები 1%-ით გაიზარდა და ტროას უნციაზე 3,261 აშშ დოლარი შეადგინა.

გუშინ ოქროს ფასი დაახლოებით 3%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ჩინურ საქონელზე ტარიფებს 30%-მდე შეამცირებდა, ხოლო პეკინი ამერიკულ საქონელზე ტარიფებს 10%-მდე შეამცირებდა. თეთრი სახლის ცნობით, ცვლილებები ძალაში 14 მაისიდან შევა და 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

ვრცლად interfax–ზე