პერუში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას barrons-ი ავრცელებს.

ინციდენტი კახამარკის რეგიონში მოხდა და ავტობუსი, რომელშიც 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, დაახლოებით, 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებოდნენ და დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.