ფიფა-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, „პარი სენ-ჟერმენის“ პირველ მატჩზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მთავარ არბიტრად რუმინელი იშტვან კოვაჩი დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ კოვაჩმა ფრანგული კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი განსაჯა – 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მილანის „ინტერთან“. შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენმა“ 5:0 მოიგო და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასს ისტორიაში პირველად დაეუფლა.

კოვაჩს თანამემამულეები – მიჰაი მარიუს მარიკა და ფერენც ტუნიოგი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი ურუგვაელი გუსტავო ტეხერა იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე B ჯგუფში „ატლეტიკოსთან“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს. ჯგუფიდან მერვედფინალში ორი გუნდი გადის.

ვრცლად აირველ არხზე