ისრაელმა გვიან ღამით ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე ტანკებითა და თვითმფრინავებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. მინისტრმა დასძინა, რომ ერთ-ერთი დარტყმისას საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.