2024 წლის იანვარში Tik-Tok-ს ყველაზე დიდი აუდიტორია (168.92 მლნ) აშშ-ში ჰყავდა, მაშინ როცა აშშ-ს მთავრობა აპლიკაციის აკრძალვას განიხილავს. მონაცემებს Seasia Stats ავრცელებს. ათეულშია მეექვსე ადგილზეა რუსეთი და მეათეზე თურქეთი.

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით Tik-Tok-ის აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა. თუ კანონპროექტს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს, Tik-Tok-ის მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად 9-თვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება. კანონპროექტის მიხედვით, ჯო ბაიდენს აქვს უფლება, ვადა კიდევ 90 დღით გაახანგრძლივოს, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის მიმართულებით პროგრესი მიღწეულია. Tik-Tok-ის  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი აშშ-ის მთავრობას უჩივლებენ, თუ ბაიდენი კანონპროექტს ხელს მოაწერს.

სიაში მეორე ქვეყანა, სადაც ჩინურ აპლიკაციას ყველაზე ბევრი გამომწერი ჰყავს ინდონეზიაა, მესამეზე - ბრაზილია.

იმ ქვეყნების ათეული, სადაც Tik-Tok-ს ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს, ასეთია:

აშშ - 168.92 მლნ; 

ინდონეზია - 128.83 მლნ;

ბრაზილია  - 98.59 მლნ;

მექსიკა - 74.15 მლნ;

ვიეტნამი - 67.72 მლნ;

რუსეთი - 58.59 მლნ;

პაკისტანი - 54.38 მლნ;

ფილიპინები - 49.09 მლნ;

ტაილანდი - 44.38 მლნ;

თურქეთი - 37.73 მლნ.