ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ახალ დაბალბიუჯეტიან რეისებს იწყებს ევროპის პოპულარული ქალაქებიდან. ამის შესახებ Lowcostavia წერს. ახალი რეისები შემოდგომიდან იქნება ხელმისაწვდომი.
ახალი რეისების ჩამონათვალი ასეთია:
ბუდაპეშტი - ლივერპული 28 ოქტომბრიდან. ფრენა შესრულდება კვირაში 2-ჯერ;
ბარსელონა - კოპენჰაგენი 29 ოქტომბრიდან - კვირაში 4-ჯერ;
ბირმინგემი - პლოვდივი 2 ნოემბრიდან - კვირაში ერთხელ;
მემინგენი - მანჩესტერი 2 ნოემბრიდან - კვირაში ერთხელ;
ბელფასტი - კაუნასი 2024 წლის 27 ოქტომბრიდან - კვირაში 2-ჯერ;
ფრანკფურტ ჰანი - სოფია 27 ოქტომბრიდან - კვირაში 3-ჯერ;
პარიზის ბოვე - ფინეთის როვანიემი 28 ოქტომბრიდან - კვირაში 2-ჯერ;
ბირმინგემი - ლოძი 28 ოქტომბრიდან - კვირაში 2-ჯერ.
ჯერ უცნობია, როდის დაიწყება ბილეთების დაჯავშნა. თუმცა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებს შეუძლიათ ახალი მოგზაურობის დაგეგმვა და ახალი ქალაქების აღმოჩენა.
შეგახსენებთ, რომ დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ახალი Wizz Smart ტარიფი დანერგა. ახლა კომპანია მგზავრებს 4 ტარიფის ხაზს სთავაზობს.