სომხეთი წყვეტს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ-ს) დაფინანსებაში მონაწილეობას, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ანი ბადალიანის განცხადებაზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.

„სომხეთის რესპუბლიკა თავს შეიკავებს შეუერთდეს ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებას „ОДКБ 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ“ და მონაწილეობა მიიღოს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში“, - განუცხადა ბადალიანმა „ინტერფაქსს“.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სომხეთი არ ეწინააღმდეგება 2024 წლის ОДКБ-ს ბიუჯეტის შეზღუდული ფორმატით გადაწყვეტილების მიღებას.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ რჩება სომხეთი ОДКБ-ს წევრად.