თანამდებობაზე ყოფნისას, მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს განკარგულებების, კანონებისა და პროკლამაციების შესახებ. ნებისმიერი ვარაუდი, რომ ეს ასე არ არის, აბსურდი და სიცრუეა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. 

ასევე, ბაიდენის გუნდმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ავტომატური ფაქსიმილეს გამოყენება დიდი ხნის აღიარებული პრაქტიკაა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაავალა თეთრ სახლს, გამოიძიოს, ბაიდენის საპრეზიდენტო დოკუმენტები პირადად მის მიერ იყო ხელმოწერილი, თუ ფაქსიმილეთი ავტომატურად დამოწმებული.

1tv.ge