აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოჯახის მედია კომპანია, Trump Media & Technology Group, გეგმავს 2 მილიარდი დოლარის ახალი კაპიტალის მოზიდვას და კიდევ 1 მილიარდი დოლარის კონვერტირებადი ობლიგაციების მოზიდვას. ამის შესახებ Financial Times (FT) იტყობინება.

სახსრების მოზიდვის შესახებ შესაძლოა გამოცხადდეს ამ კვირაში ლას-ვეგასში დაგეგმილ კრიპტო ინვესტორთა მნიშვნელოვან შეხვედრამდე.

„Trump Media & Technology Group (TMTG, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახი აკონტროლებს და მისი სოციალური ქსელის Truth Social-ის უკან დგას) გეგმავს 2 მილიარდი დოლარის ახალი კაპიტალის და 1 მილიარდი დოლარის კონვერტირებადი ობლიგაციების მოზიდვას. კომპანიას 3 მილიარდი დოლარი დასჭირდება კრიპტოვალუტების, მაგალითად ბიტკოინის, შესაძენად. ინდუსტრია კრიპტოვალუტით გარიგებების ტალღას ელის“, - იუწყება FT.

გაზეთის ცნობით, TMTG-მ შესაძლოა კაპიტალის მოზიდვის შესახებ მაისის ბოლო კვირაში ლას-ვეგასში დაგეგმილ კრიპტო ინვესტორთა მთავარ შეხვედრამდე გამოაცხადოს.