აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეამცირა ტარიფები მცირე ამანათებზე, რომლებიც ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან აშშ-ში იგზავნება.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, 800 დოლარამდე ღირებულების მცირე ამანათებზე ტარიფები 120%-დან 54%-მდე შემცირდა.
ცნობისთვის, ჩინური ონლაინ საცალო პლატფორმები Shein და Temu მანამდე ე.წ. de minimis გამონაკლისს ეყრდნობოდნენ, რაც საშუალებას აძლევდა მათ, დაბალი ღირებულების მქონე ნივთები აშშ-ის მომხმარებლებისთვის გაეგზავნათ საბაჟო ან იმპორტის გადასახადების გადახდის გარეშე. ეს წესი ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში გააუქმა.
მანამდე, აშშ-მა და ჩინეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ დროებით შეამცირებდნენ ურთიერთსაპასუხო ტარიფებს და დაიწყებდნენ სავაჭრო მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში „სრული გადატვირთვა“ მოხდა და განმარტა, რომ ზოგიერთი გადასახადი დროებით არის შემცირებული. მისი თქმით, ტარიფები შესაძლოა, სამი თვის შემდეგ ისევ გაიზარდოს, თუმცა არა ადრინდელ , 145%-იან ნიშნულამდე.
„ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთის დაზიანებას,“ – თქვა დონალდ ტრამპმა შეთანხმების გამოცხადების შემდეგ და დასძინა, რომ ჩინეთი „ძალიან ცუდადაა დაზარალებული“.
მანამდე, აშშ-მა და ჩინეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ დროებით შეამცირებდნენ ურთიერთსაპასუხო ტარიფებს და დაიწყებდნენ სავაჭრო მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.