Turkish Airlines-მა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ანტალიის, ბოდრუმის, დალამანისა და სტამბოლის მიმართულებით 20 რეისი გააუქმა.

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის (ATOR) ცნობით, Pegasus Airlines-ის მიერ ანტალიის, სტამბოლის და ბოდრუმის მიმართულებით განხორციელებული ოთხი რეისიც გაუქმდა.

გარდა ამისა, სანქტ-პეტერბურგიდან ანტალიასა და სტამბოლში კიდევ შვიდი რეისი გაუქმდა.

„ამჟამად Turkish Airlines-ს სტამბოლის მიმართულებით მხოლოდ ერთი აქტიური რეისი აქვს, Pegasus Airlines-ს კი ერთი ანტალიის მიმართულებით და ერთი სტამბოლის მიმართულებით, თუმცა, სავარაუდოდ, ისინიც გაუქმდება. 9 მაისის მონაცემებით, ვნუკოვოს აეროპორტში Turkish Airlines-ის რვა ღამის რეისი სტამბოლსა და ანტალიაში გაუქმებულად არის მიჩნეული (ასევე არის აქტიური რეისები სტამბოლის მიმართულებით), ხოლო Pegasus Airlines-ის არცერთი რეისი ამ ეტაპზე არ გაუქმებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.