უნგრეთში ტრანსპორტის დაგვიანებისთვის კომპენსაციის სისტემა ამოქმედდა. თუ მატარებელი ან საქალაქთაშორისო ავტობუსი 20 წუთზე მეტხანს დაიგვიანებს მგზავრები ბილეთის ღირებულების ნახევარს დაიბრუნებენ.
ახალი წესები ვრცელდება უნგრეთის სახელმწიფო რკინიგზის (MÁV) მიერ განხორციელებულ სატრანსპორტო მომსახურებაზე. კომპენსაცია გადაიხდება დაგვიანების მიზეზის მიუხედავად - მაშინაც კი, თუ დაგვიანება გამოწვეული იყო ავარიით ან უცხოურ მარშრუტებზე მოძრაობის შეფერხებით.