აშშ-ის უმსხვილესმა საცალო ვაჭრობის კომპანია Walmart Inc.-მა, 2027 წლის იანვრისთვის საკუთარი ბრენდის პროდუქტებში სინთეტიკური საღებავების გამოყენების შეწყვეტის გეგმაზე განაცხადა.

კომპანია ასევე გეგმავს 30 სხვა ინგრედიენტის, მათ შორის ხელოვნური დამატკბობლებისა და კონსერვანტების, ამოღებას.

რეცეპტებში ცვლილებები გავლენას მოახდენს Great Value, Marketside, Freshness Guaranteed და Bettergoods ბრენდების ქვეშ გაყიდული საკვები და სასმელების მთელ ხაზზე.

ბუნებრივ საღებავებზე (კერძოდ, ჭარხლისგან, სტაფილოდან, ისპანახიდან და ჰიბისკუსიდან მოპოვებულ ფერებზე) გადასვლა მოითხოვს რეცეპტების შეცვლას და 1000-ზე მეტი პროდუქტის ტესტირებას. Walmart-ი აცხადებს, რომ მისი ბრენდების დაახლოებით 90% უკვე თავისუფალია არასასურველი ინგრედიენტებისგან.

ვრცლად interfax – ზე