უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ერევანში ბაზას ხსნის, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ავიაკომპანიისთვის უნგრეთში გახსნილი ბაზა რიგით 34-ეა.

ავიაკომპანია სომხეთის დედაქალაქიდან 6 ქვეყნის 8 ქალაქში ამატებს ფრენებს. ესენია: ჰამბურგი, მემინგენი, ნეაპოლი, ბარი, ბუქარესტი, პაფოსი, ნიცა, პრაღა.

ბილეთის ფასები 29.99 ევროდან დაიწყება.