CNNMoney: 2018 მსოფლიოსთვის უარესი იქნება

access_time2018-01-18 20:00:41

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხული ექსპერტების 90%-ზე მეტი აცხადებს, რომ 2018 წელს მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კონფრონტაცია კიდევ უფრო გამწვავდება. 80%-ის აზრით, მიმდინარე წელს გაზრდილია ომის შანსები.


მთავარ პრობლემებს შორის ექსპერტები პოლიტიკურ დაძაბულობას, პროტექციონიზმს, გარემოს დაცვის მიმართულებით დეგრადაციასა და კიბერთავდასხმებს ასახელებენ. „საერთაშორისო ბაზრების მოცულობა იზრდება, ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში არაა. თუმცა მოქალაქეები გახლეჩილები არიან, მთავრობები კი სწორი მიმართულებით არ მიდიან,“ განაცხადა Eurasia Group-ის პრეზიდენტმა, იან ბრემერმა.


2018 წლის მთავარი საფრთხეები:


1 — კიბერუსაფრთხოება



გასულ წელს მომხდარი მასშტაბური კიბერთავდასხმები ცხადყოფს, რომ მათ დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მთავრობებმა და ბიზნესის ხელმძღვანელებმა კომპიუტერული სისტემების დასაცავად უფრო ქმედითი ზომები უნდა მიიღონ.



2 —  გარემოსდაცვითი საკითხები



გარემოსდაცვით პრობლემებზე საუბრობს Zurich Insurance Group-ის რისკების ოფიცერი, ელისონ მარტინი. „ყველაზე დიდ რისკს ბუნებრივი კატასტროფები წარმოადგენს. გასული წლის სექტემბერი ყველაზე საშინელი თვე იყო, როდესაც რეკორდული რაოდენობის ბუნებრივი კატასტროფა ვიხილეთ,“ აღნიშნა მან. გაეროს მიხედვით, კლიმატის ცვლილებები რეგიონული კონფლიქტებისა და მიგრაციის ხელშემწყობი ფაქტორია.



3 —  უთანასწორობა



გლობალური ეკონომიკა ვითარდება, თუმცა ეს ადამიანთა დიდ რაოდენობაზე არ აისახება. მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც უთანასწორობა მზარდია, ხელფასის ოდენობა კი სტატიკური. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, არსებულ ვითარებაში ცვლილებები საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები კიდევ უფრო მეტად გამწვავდება.



4 —  პროტექციონიზმი და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“


ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა, სახელწოდებით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა,“ მთავარ ალიანსებში დაძაბულობას შეიტანს. ტრამპმა კითხვის ქვეშ დააყენა NATO-ს ღირებულება; ამასთან, ქვეყანა გამოიყვანა ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობიდან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით პარიზის შეთანხმებიდან. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანადასთან და მექსიკასთან NAFTA-ს ხელშეკრულების პირობების გადახედვასთან დაკავშირებით - ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც ტრამპმა „ყველა დროის ყველაზე ცუდი ხელშეკრულება“ უწოდა.


„ტრამპის პოლიტიკამ აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ ისტორიულ ალიანსში უთანხმოება გააჩინა. გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები სხვა გეოპოლიტიკურ მოკავშირეებს ეძებენ. მაგალითად, ისინი ცდილობენ მჭიდრო კავშირი დაამყარონ ჩინეთთან და სხვა მზარდ პოლიტიკურ ძალებთან,“ განაცხადა Control Risks-ის დირექტორმა, ჯონათან ვუდსმა.



CNNMoney




მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები