დაბა აბასთუმანში, ასათიანის ასათიანის ქN2-ში მდებარე 6168 კვ.მ  მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საბავშვო ბაღის შენობასთან ერთად იყიდება. საწყისი ფასი 3 131 236 ლარია. აუქციონი აღნიშნულ ობიექტზე უკვე მესამედ ტარდება.

წინა ორი აუქციონის პირობებში მითითებული იყო, რომ საპრივატიზაციოდ წარმოდგენილ შენობა-ნაგებობაში განთავსებული იყო საბავშვო ბაღი და მის ფუნქციონირებას მაისის ბოლომდე პრობლემა არ უნდა შეჰქმნოდა, თუმცა აუქციონის ახალ პირობებში ეს მითითება აღარაა.

პირველი აუქციონი 2023 წლის სექტემბერში ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ.  მასზე არცერთი შეთავაზება არ იყო წარმოდგენილი. მაშინდელი ფასი 4 283 496 ლარი იყო, მეორე აუქციონი 2024 წლის მარტში ჩატარდა და ობიექტი 1 მლნ-ით ნაკლებად 3 131 236 ლარად იყიდებოდა თუმცა კვლავ უშედეგოდ. ამჯერად მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობით კვლავ3 131 236 ლარად არის აუქციონზე გამოტანილი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარეობს ბიძინა ივანიშვილის „ქართუს“ და ლაშა პაპაშვილის კომპანიების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც მასშტაბური პროექტები ხორციელდება.