“ფონდის ანგარიშზე მხოლოდ 1 000 ლარია დარჩენილი” - ამის შესახებ „თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელი დავით ჯინჭარაძე იუწყება და Free Business-ზე რეგისტრირებულ ბიზნესებს დახმარებისთვის მიმართავს.

მისი განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ფონდმა ნაწილობრივ დაფინანსება უკვე გაუწია დაახლოებით 100 ადამიანს, რისთვისაც 114,090 ლარი გადაირიცხა. მისივე განმარტებით, თანხების აბსოლუტური უმრავლესობა მოქალაქეებისგან შეგროვდა.

როგორც წერილში ვკითხულობთ, პროტესტში მონაწილე ბევრი მოქალაქეა, რომელსაც გადასახდელი აქვს მრავალათასიანი ჯარიმა და დაყადაღებული აქვს ქონება, რაც მათ პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობას ხელს უშლის. მათ დასახმარებლად ფონდი ბიზნესებს შემოწირულობების გაღებას სთხოვს.

"კომერსანტი წერილს უცვლელად გთავაზობთ: