რომელია საქართველოში 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კერძო სკოლა. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალის  ბრუნვის თანახმად, ტოპ 10 კერძო სკოლა ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • შპს ახალი სკოლა
    50-50%-ს ირაკლი თოფურია და მარინა ჟღენტი ფლობენ. შპს-ს დირექტორებიც ირაკლი თოფურია და მარინა ჟღენტი არიან. მარინა ჟღენტი არის ასევე სკოლის დირექტორი.
    სკოლა ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი #35ბ-ში მდებარეობს. edu.aris.ge-ის ინფორმაციით სკოლაში სწავლის ღირებულება საფეხურების მიხედვით წელიწადში 8900 ლარიდან 9900 ლარამდეა.
  • შპს ბრიტანულ ქართული აკადემია
    70%-ს შპს საქართველოს განათლების ჯგუფი, 30%-ს კი ნათია ჯანაშია ფლობს.  შპს-ს დირექტორი ნათია ჯანაშიაა. სკოლის  აკადემიური დირექტორი კი მარიამ შურღაია.
    სკოლა ლისზე, ლეო კვაჭაძის 17 ნომერში მდებარეობს, edu.aris.ge-ის ინფორმაციით სკოლაში გადასახადის რაოდენობა განსხვავებულია სექტორების მიხედვით, ქართულ სექტორზე 13 000-14 500 ლარია, ინგლისურ სექტორზე კი 22 000- 31 200 ლარი.
  • შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა
    100%-ს შპს  ბრიტანულ ქართული აკადემია ფლობს, შპს-ს დირექტორი ნათია ჯანაშიაა. 
  • შპს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა
    წილის მესაკუთრეები: 22.5% იოსებ ხუციშვილი,  22.5% გრიგოლ ბულია, 25% მინდია საბანაძე, რომელსაც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 5% მიხეილ ბატიაშვილი, 18.75% ირაკლი თევდორაშვილი, 6.25% ზაზა ბუაძე. შპს-ს დირექტორი მაკა მახარობლიძეა.
    edu.aris.ge-ის ინფორმაციით, სკოლაში სწავლის ღირებულება 4500 -5100 ლარის ფარგლებშია, სკოლა ვაკეში, ჭავჭავაძის #82-ში მდებარეობს.
  • სს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში
    სააქციო საზოგადოების მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: თამარ ჯაფარიძე, წევრი: გოჩა მაცაბერიძე,  წევრი: ავთანდილ წერეთელი,  წევრი: ელიზაბეტ ზალდასტანი ნაპიერ/აშშ/,  წევრი: რიჩარდ ლასენი/ამერიკის სამოა/,  წევრი: ნიკოლას ზალდასტანი/აშშ/ (თანათავმჯდომარე),  წევრი: თომას ვილკოქს დონალდ /აშშ/, წევრი: ნიკა ხაზარაძე,  წევრი: გიორგი ბაზღაძე,  (თანათავმჯდომარე). დირექტორი - აშშ-ის მოქალაქე ანდრეს ხოსე კრუზ ტორესი.
    სკოლა ლისის ტბის დასახლებაში, ლეო კვაჭაძის ქ. 7ა-ში მდებარეობს. სწავლის წლიური საფასური კი 15 000-26 500 ლარია
  • შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი
    80% - შპს საქართველოს განათლების ჯგუფი, 10% რამაზ აფციაური, 10% ალექსანდრე ვაშაკიძე. დირექტორი ალექსანდრე ვაშაკიძე. სკოლა  წყნეთში, რუსთაველის ქუჩა 156-ში მდებარეობს. სკოლაში სწავლის წლიური საფასური 10 800 ლარია.
  • შპს ევროპული სკოლა
    მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა - თავმჯდომარე/წევრი: გელა ბეჟუაშვილი,  წევრი: ნანა მოსიძე, წევრი: მარინა ნებიერიძე, წევრი: გიორგი სიჭინავა, წევრი: სვეტლანა ლამბრიანოვა, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, საბერძნეთი/, წევრი: თეა ჭეიშვილი. კაპიტალის 100%-ის მფლობელი თეა ჭეიშვილი. შპს-ს დირექტორი - სოფიო ბაზაძე.
    სკოლა ვაკის რაიონში, ირინე სხირტლაძის # 2-ში მდებარეობს. ქართული პროგრამის საფასური 4500 ევროა. ხოლო საერთაშორისო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის 8000-10000 ევროს ფარგლებში მერყეობს.
  • შპს თბილისის მწვანე სკოლა
    10% კახა დავითური, 10% ბაკურ სულაკაური, 80% შპს საქართველოს განათლების ჯგუფი. დირექტორები კახა დავითური და ბაკურ სულაკაური.
    სკოლას 4 კამპუსი აქვს. დიღმის კამპუსი მდებარეობს მისამართზე: დიღმის მასივი , მეექვსე კვარტალი, მიქელაძის 3ა, ნაძალადევის კამპუსი: ნაძალადევის რაიონში ხუდადოვის #1-ში, საბურთალოს კამპუსი ნუცუბიძის II პლატო, ბესარიონ ჟღენტის #37-ში და დიდი დიღმის კამპუსი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა #12ა. სწავლის წლიური საფასური შეადგენს 6500 ლარს ან 2000 დოლარის ეკვივალენტს ლარში.
  • შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა
    მმართველობის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც არიან -  წევრი: ირაკლი მატკავა, წევრი: ქსინფუ ვანგ /ჩინეთი/, წევრი: სიაოწინ შაო,/ჩინეთი/.დირექტორი - გიორგი მელაძე.
    100%-ის მესაკუთრე განათლების განვითარების ჯგუფი, რომლის 25%-საც გიორგი მელაძე, 75%-ს კი სს ფანდ ინვესთმენთ ფლობს.
  • შპს იუჯი სკოლა
    100%-ის მესაკუთრე საქართველოს უნივერსიტეტია. დირექტორები კი გიული ალასანია და მანანა სანაძე.
    სკოლა საბურთალოს რაიონში,  კოსტავას ქ. #77-ში მდებარეობს. სწავლის საფასური წელიწადში 11 000 ლარია.  


სკოლების მეწილეების გამოკვლევის შედეგად, აღსანიშნავია, რომ შპს საქართველოს განათლების ჯგუფი მეწილეა ისეთი სკოლების, როგორიცაა თბილისის მწვანე სკოლა, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, ბრიტანულ ქართული აკადემია, თანამედროვე სკოლა.

თავად შპს საქართველოს განათლების ჯგუფის დირექტორი გიორგი კეთილაძე, 100% წილის მფობელი კი სს საქართველოს კაპიტალია.

სს საქართველოს კაპიტალის მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: 
თავმჯდომარე/წევრი: დევიდ ფილდინგ მორისონი /აშშ/, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ირაკლი გილაური,  წევრი: კიმ კრისტოფერ ბრედლი /აშშ/,  წევრი: იურკი პეტერი ტალვიტიე /ფინეთი/, წევრი: მასიმო გესუა სილვე სალვადორი/იტალია/, წევრი: მარია ჩატი-გოწიე /საფრანგეთი/.
გენერალური დირექტორი - ირაკლი გილაური. გენერალური დირექტორის მოადგილე - გიორგი ალფაიძე. გენერალური დირექტორის მოადგილე - ავთანდილ ნამიჩეიშვილი.