10 აპრილიდან გამოცხადდა რეგისტრაცია თბილისის მერიის პროგრამაზე ისწავლე და დასაქმდი, პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ თბილისში  რეგისტრირებული მოსახლეობისთვის , მოქალაქეებისთვის და მასზე  დარეგისტრირება მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლია.

თუ რას გულისხმობს პროგრამა თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ ისაუბრა. მისი თქმით პროგრამა გულისხმობს ყველა ასაკის ადამიანისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, რომელშიც მოქალაქეებს შეუძლიათ გაიარონ გადამზადების კურსი, აიმაღლონ კვალიფიკაცია სწრაფად და შეძლონ დასაქმება.

„ეს პროფესიები გადამზადების კურსიც შერჩეულია იმ საჭიროებების მიხედვით, რომელიც ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია.

გამომდინარე იქიდან , რომ რამდენიმე წელია ეს პროგრამა ხორციელდება, პირველი პარტნიორები პროექტში იყო სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები, კოლეჯები, შემდეგ კერძო სექტორი შემოუერთდა და საკმაოდ საინტერესო კრებული შედგა იმ პროგრამებისა, რომლებიც ერთობლივად წარმოდგენილია საიტზე dasaqmdi.ge. რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 65 პროფესიაა წარმოდგენილი. პროფესიები ცვალებადია, ხდება განახლება, დამატება ჩანაცვლება და მუდმივი დაკვირვება მიმდინარეობს მომხმარებელთან თუ რა ინტერესი აქვს და ასევე მიმდინარეობს დაკვირვება იმაზე თი რა სჭირდება ბაზარს. 

მიღება გვაქვს წელიწადში ორჯერ, წელს დავამატეთ ახალი პროფესიებიც, ეს იყო ციფრული მარკეტინგი, უსაფრთხოება, ასევე საწარმოთა მართვის პროცესში შესაბამისი ნაგებობების მშენებლობებისთვის, მიწისქვეშა მშენებლობების შესაბამისი სპეციალისტები,ამფეთქებლები ეწოდებათ, ასევე  კვების წარმოების მიმართულებით გვაქვს მუდმივი განახლებად პროფესიები, ტექნოლოგიების მიმართულებით ანიმაციები, რომლებიც ძალიან საინტერესოა და თოჯინური ანიმაციის მიმართულებით საინტერესო სპეციალობა შემოგვთავაზა  კერძო სექტორმა, აქ ძალიან მარტივია მონაწილეობა და  18 წლის ადამიანი მარტივად ახერხებს რეგისტრაციას“ -  აღნიშნა ირაკლი გვილავამ.

ირაკლი გვილავას თქმით პროგრამას დაემატა ონლაინ სწავლების შესაძლებლობაც ,მისი თქმით კონკრეტული პროფესიის  შემთხვევაში თუ მოქალაქეს სჭირდება ტექნიკური სივრცე იმისათვის, რომ ონლაინ სწავლებაში ჩაერთოს, მუნიციპალიტეტს  გააჩნია მრავალფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ფილიალი ძალიან კარგად არის  აღჭურვილი.

თოჯინური ანიმაციის  მიმართულებით მერიის პროგრამა წელს პირველად განხორციელდა, თუ რას გულისხმობს ეს პროგრამა თემაზე სტოპ-მოუშენ სტუდია ,,ფანტასმაგორიას“ თანადამფუძნებელმა ელენე თავაძემ  ისაუბრა. მისი თქმით „ფანტასმაგორია“ არის სოციალური საწარმო, რომელიც მერიის  ხელშეწყობის პროგრამით  2022 წელს  დაფუძნდა და ჰქონდა მისია, რომ თოჯინური ანიმაცია აღედგინა,  რაც ახალგაზრდებს მისცემდა თოჯინური ანიმაციისთვის საჭირო  დარგების შესწავლის შესაძლებლობას.

„ჩვენ პირველადი მისია შევასრულეთ, გადავიღეთ თოჯინური ანიმაცია  - 18 გადამნზადებული სტუდენტიდან 11 დავიტოვეთ თანამშრომლად და  შეიქმნა  თოჯინური ანიმაცია. ჩვემნ მოგვეცა საშუალება, რომ პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებშიც მიგვეღო მონაწილეობა.

ყველაზე სასიცარუ;ლო არის ის, რომ ამ მოკლე დროში მოვახდინეთ დარგის  პოპულარიზაცია, რამდენიმე დღეა რაც გამოცხადდა მიღება, დაახლოებით  120-მდე მსურველი გამჩნდა, ეს ჩემთვის მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო. მოიუხედავად იმისა, რომ დიდი ტრადიცია გვაქვს, მივიწებული დარგია ეს ქვეყანაში.  ძალიან სასიხარულოა ამხელა გამოხმაურება.

ჩვენ გვაქვს სამი კურსი, პირველი  არის თოჯინური ანიმაციის  შესწავლა, თოჯინის  შექმნა და დეკორაციიის  შექმნა თოჯინური ანიმაციისთვის. სამი კურსი გვაქვს და თითო კურსზე ანიმაციაზე ავიყვანთ  10 სტუდენტს და დანარჩენზე 5-5 სტუდენტს და სამივე პროგრამაზე 120 ადამიანია დარეგისტრირებული“ - აღნიშნა ელენე თავაძემ.

რაც შეეხება სტატისტიკას გვილავა აღნიშნავს, რომ სტატისტიკა მზარდია და მოქალაქეების  ჩართულობა საკმაოდ მაღალია 9000 -დან  10 000 ,მდე ადამიანი იყო ამ ყველაფერში ჩართული. მისივე თქმით დასაქმების შედეგი 70%-ზე მაღალი ყოველთვის არის.

რაც შეეხება ვადებს  თუ რა პერიოდში  შეძლებენ დაინტერესებული პირები თოჯინური ანიმაციის მიმართულებით გადამზადებას ელენე თავაძე აღნიშნავს, რომ მათთან გადამზადების მსურველთა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდულია და მსმენელებს მხოლოდ 18-დან 30 წლამდე იღებს, მისივე თქმით რეგისტრაციის  შემდეგ ჩატარდება გასაუბრება.

„თოჯინური ანიმაციის  მიმართულების მსურველებს საჭიროა, რომ ჰქონდეთ გარკვეული გამოცდილება ამ კუთხით. აღმოჩნდა რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავისით აკეთებენ თოჯინებს ა აცოცხლებენ შემდეგ ანიმაციის  საშუალებით, ესეც მისაღებია მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მან ზუსტად არ იცოდეს ანიმაციის პრინციპები. უპირატესობა მიენიჭება მათ ვისაც ეს პრინციპები უკვე გავლილი აქვს.

სამი თვე არ არის დიდი დრო, ჩვენ გვინდა მალე დავდოთ შედეგი და გადავიღოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება რეკლამა თუ კლიპი გადავიღოთ.“ - აღნიშნა ელენე თავაძემ.

თავაძემ ასევე აღნიშნა, რომ თოჯინების შექმნის მიმართულებით სასურველია, რომ ჰქონდეთ ძერწვის გამოცდილება, ხოლო დეკორაციის მიმართულებით ელენე თავაძე აღნიშნავს, რომ სასურველია ფერის აღქმასთან და ხატვასთან ჰქონდეს შეხება.

ელენე თავაძე ასევე აღნიშნავს,. რომ სასურველია შექმნან stop motion- ის ოპერატორის შემსწავლელი და განათების შემსწავლელი კურსიც. მისივე თქმით აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულების საქმნდებიან  „ფანტასმაგორიაში“ ,რადგან საწარმოს სჭირდება გამოცდილი გუნდი.

„ვართ მაგრამ ცოტანი ვართ იმისათვის, რომ დავიწყოთ სერიალზე მუშაობა და ვაწარმოოთ კომერციული ვიდეო რგოლები და სამომავლოდ სრულმეტრაჟიანი თოჯინური ანიმაცია და ამისთვის საჭიროა ბევრი მცოდნე კადრი“ - აღნიშნა ელენე თავაძემ.