„უძრავი ქონებაზე მოთხოვნისა და ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ბრენდინგი“ - კომპანია „იელთი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის და რეგიონის პოპულარიზებისთვის ერთიანი ბიუჯეტი უნდა შეიქმნას, რომელშიც ბიზნესი და სახელმწიფო იქნება ჩართული.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი bmg-თან აცხადებს, ქვეყნის ბრენდინგთან ერთად, მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში ცხოვრებისა და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურები შევთავაზოთ. ელგუჯა თურმანიძის თქმით, ამ ინიციატივაზე კომპანია ბიზნესს ასოციაციასთან ერთად მუშაობს.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ კომპანიების კონსოლიდაცია ქვეყნის ბრენდინგზე. ჩვენი კომპანია კი არა გავარეკლამოდ არამედ ბიუჯეტი შევქმნათ, სახელმწიფოც დაგვეხმაროს და ქვეყანა გავბრენდოთ, ისევე როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ჩვენმა მეგობარმა კომპანიამ უკრაინაში, ისე როგორც ესტონეთში მიწის ზედა მეტროებზე გვხდებოდა საქართველოს სტიკერები, ისე როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი. ჩვენ გვიცნობენ აქ და ნაკლებად დანარჩენ სამყაროში, იმიტომ რომ მაშინ ეს ქვეყნები გაბრენდილი იყო ერთმანეთს შორის.
უნდა გავაგონოთ მსოფლიოს, რომ დედამიწაზე არის ასეთი მარგალიტი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. როდესაც 4,5 თუ 5 მლნ ტურისტი მოდის, იმის ნაცვლად 50 მლნ რომ ჩამოვა ავტომატურად ის გადაუნაწილდებათ კომპანიებს და მერე უკვე შიგნით დაახვედრებთ პერსონალურ რეკლამას.
ასევე უნდა შევქმნათ ჩვენი კონკურენტულ უპირატესობა სადაც ასევე იგულისხმება გამარტივებული ცხოვრების უფლების მიღება. ქართული პოლიტიკის ინტერესის დაცვით, მაგრამ უნდა იყოს ცხადად გაწერილი, რომ თუ დააკმაყოფილებ ამა და ამ პირობებს, შენ გარანტირებულად მიიღებ მუდმივი ცხოვრების უფლებას. იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენთან კონკურენციაში შემოდიან ეს აქვთ. მაგალითად სლოვაკეთში, ბულგარეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთში. კვიპროსი სულ ახალ-ახალ რაღაცებს იგონებს, მოქალაქეობას ყიდიდა 2 მლნ დოლარად.
ჩვენთან რაღაც არის, მაგრამ რეალურად არ მუშაობს და რატომ არ ვიცი. მე როგორც ვიცი ამაზე დაწყებულია მუშაობა, თუმცა ჩვენ კანონპროექტის ინიცირებას ვაპირებთ ბიზნესს ასოციაციასთან ერთად, ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ შემდეგ თვეში. ვიცი რომ მხარდაჭერისთვისაც მზად არიან, თუმცა ბევრი ფაქტორია.
თუ მოხდება ქვეყნის ბრენდინგი და თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ საერთოდ ამოაყირავებს ბიზნესს და პირველივე კვარტალში მინიმუმ 20-230%-ით ეს გაზრდის უძრავი ქონების ფასს, ტურიზმის შემოდინებას და ა.შ.“ - მიიჩნევს ელგუჯა თურმანიძე.