რენში (საფრანგეთი) ელექტრომობილების უფასო დამტენი სადგურები ქალაქის შესასვლელებთან სპეციალურ სადგომებზე გამოჩნდა - თუმცა მხოლოდ მათთვის, ვინც მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ასე მოუწოდებს ქალაქი მცხოვრებლებს, რომ მანქანები შესასვლელთან დატოვონ და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდნენ.
ახალი დამტენი სადგურების განთავსება კანონის თანახმად განხორციელდა: 2025 წლიდან საფრანგეთში ავტოსადგომების 5% ელექტრომობილებს უნდა ემსახურებოდეს. თუმცა, რენში მათ გადაწყვიტეს არა მხოლოდ დაეკმაყოფილებინათ მოთხოვნა, არამედ მგზავრობა უფასო გაეხადათ - ამ ეტაპზე გარეუბანში ოთხ ავტოსადგომზე. არსებობს ერთი პირობა: მძღოლმა უნდა შეიძინოს ბილეთი მეტროსთვის ან ავტობუსისთვის.