დღით ადრე ბაზარზე უმნიშვნელო მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრება, - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, ეს მოცულობა არაა საკმარისი ფასზე და მიწოდების ტენდენციებზე კვალიფიციური დასკვნების გასაკეთებლად.
“ენერგეტიკული ბირჟა გაიხსნა 2024 წლის 1 ივლისს და მასზე 21 რეგისტრირებული მომხმარებელია. ბირჟის გახსნის შემდეგ მხოლოდ 36.3 გვტ.სთ, ანუ ამ პერიოდში მთლიანი მიწოდების მხოლოდ 0.1% გაიყიდა ენერგეტიკული ბირჟის პლატფორმით. ეს მოცულობა არაა საკმარისი ფასზე და მიწოდების ტენდენციებზე კვალიფიციური დასკვნების გასაკეთებლად.
ჩვენი აზრით, დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდება, რაც ქვეყანა გადავა საათობრივ ანგარიშსწორებაზე ან გაჩნდება უბალანსობაზე პასუხისმგებლობის ვალდებულება. ეს ცვლილებები დაგეგმილია 2025 წლის ივლისისთვის, თუმცა ამის განხორციელების ალაბათობა დაბალია”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მიმდინარე წელს მტკვარი ჰესი და ჭიორა ჰესი სატესტო რეჟიმით ამოქმედდა.