2025 წლის პირველ კვარტალში, სატესტო რეჟიმით 54.1 მგვტ-იანი მტკვარი ჰესი და 14.2 მგვტ-იანი ჭიორაჰესი ამოქმედდა, - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, CFD-ს მიღების მსურველების აქტიურობა მაღალია.

„ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი მოლაპარაკების გზით (რასაც წინ უსწრებდა ორი სიმძლავრის აუქციონი) კონტრაქტების მსურველებისგან ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 11.2 გვტ-ია. დაკმაყოფილებული განაცხადების რაოდენობა რამდენიმე თვეში იქნება ცნობილი”, - წერია ინფორმაციაში.