ტირანაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა შედგა. შეხვედრის ამსახველ კადრებს სომხეთის პრემიერის აპარატი ავრცელებს.

ამასთან, სომხური მედიის ცნობით, კიდევ ერთ გავრცელებულ ვიდეოში ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს ყავაზე ეპატიჟება, რაზეც ალიევი პასუხობს, რომ მივა, “რადგან სალაპარაკო აქვთ”.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ალბანეთში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეექვსე სამიტში მონაწილეობს.

წყარო: "ნეტგაზეთი"