საქართველოში იმპორტირებული საზამთროს 94% ირანულია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში 1.068 მლნ დოლარის ღირებულების 3 509 ტონა ახალი საზამთრი შემოვიდა, აქედან 1.004 მლნ დოლარის ირანიდან.

რაც შეეხება ნესვს, აქ მთავარი იმპორტიორი თურქეთია. უფრო კონკრეტულად, წელს 5 თვეში ქვეყანაში შემოვიდა 95.8 ათასი დოლარის ღირებულების 237.7 ტონა ნესვი, აქედან 59 ათასი დოლარის თურქეთიდან.

ქვეყნები, სადაც საქართველო საზამთრო იყიდა (2025 წლის იანვარ-მაისი):

  • ირანი - 1.004 მლნ დოლარის 3 309 ტონა
  • თურქეთი - 59.1 ათასი დოლარის 196.3 ტონა
  • ნიდერლანდები - 5.3 ათასი დოლარის 2.8 ტონა

ქვეყნები, სადაც საქართველო ნესვი იყიდა (2025 წლის იანვარ-მაისი):

  • თურქეთი - 59 ათასი დოლარის 114.2 ტონა
  • ირანი - 26.5 ათასი დოლარის 117.7 ტონა
  • ნიდერლანდები - 10.3 ათასი დოლარის 5.7 ტონა

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საზამთროს იმპორტში თურქეთის და ირანის წილი თითქმის თანაბარი იყო, ნესვის შემთხვევაში კი გასულ წელსაც მთავარი იმპორტიორი მეზობელი თურქეთი იყო.

pbn.ge