ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 იანვარ-მაისში საქართველომ ექსპორტზე 11 672.1 ათასი დოლარის ღირებულების 6 880.5 ტონა ნატურალური წვენები გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 7 093.4 ტონა. შესაბამისად კლება 3%-ის დონეზეა.

საქართველოდან ექსპორტირებული ნატურალური წვენების 36%-ი გერმანიაში იყიდება.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ნატურალური წვენების ექსპორტი განახორციელა:

  • გერმანია - 2 452.9 ტონა;
  • აშშ - 1 502.3 ტონა;
  • ისრაელი - 624.4 ტონა;
  • ავსტრალია - 487.4 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 381.9 ტონა;
  • იაპონია - 255.7 ტონა;

businessinsider.ge