ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენად ჭკვიანია ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ? World of Card Games-მა შეადგინა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანური ქვეყნების რეიტინგი, რომელიც ეყრდნობა მონაცემებს ისეთი სანდო წყაროებიდან, როგორიცაა ნობელის პრემია, მსოფლიო მოსახლეობის მიმოხილვა, დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისი, აშშ-ის აღწერის ბიურო და სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო მონაცემთა ბაზა.
კვლევამ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ქვეყნების დასადგენად რამდენიმე ფაქტორი გააანალიზა. ესენია: ნობელის პრემიაზე ნომინირებული პირებისა და უნივერსიტეტების რაოდენობა, საშუალო IQ ქულა (ლინ-ბეკერის შკალის მიხედვით) და ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე ზრდასრული ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი.
გაანალიზებულია 1901-დან 2024 წლამდე არსებული მონაცემები.
შედეგად, წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ქვეყნებს:
- 10. ფინეთი
- 9. დანია
- 8. პოლონეთი
- 7. გერმანია
- 6. შვედეთი
- 5. ბელგია
- 4. ნიდერლანდები
- 3. ამერიკის შეერთებული შტატები
- 2. გაერთიანებული სამეფო
- 1. შვეიცარია
წყარო: msn.com bpn.ge