2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 8 238.2 ათასი დოლარის ღირებულების 7 683.7 ტონა რძე იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5 938.6 ათასი დოლარის ღირებულების 5 177.5 ტონა რძე. შესაბამისად ღირებულებით ნაწილში რძის იმპორტი 39%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობის მიხედვით ზრდა 48%-ის დონეზეა.
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში აზერბაიჯანია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით რძე იყიდა:
- აზერბაიჯანი - 3 367.9 ტონა - 2 880.7 ათასი დოლარი;
- პოლონეთი - 1 076.7 ტონა - 1 139.3 ათასი დოლარი;
- ბელარუსი - 967.8 ტონა - 826.1 ათასი დოლარი;
- რუსეთი - 919.5 ტონა - 1 156.8 ათასი დოლარი;
- თურქეთი - 459.5 ტონა - 418.7 ათასი დოლარი;
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით რძე და ნაღები (შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე) საქართველომ 2024 წელს იყიდა - 14 663.1 ტონა, რაშიც 16 668.3 ათასი დოლარი გადაიხადა.