საქართველოს მთავრობის 1-ელ მაისს გამოცემული განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად, მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანები - 2 000; ხოლო დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2 000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 57 ომის ვეტერანს გადაეცემა, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი, რომლებიც სპეციალურ ბაზაში არიან რეგისტრირებული (ასეთი 115 ბენეფიციარია) - 1 000 ლარს.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, ომის ვეტერანებსა და დაღუპულთა ოჯახებს, ჯამურად 229 000 ლარს გადაუხდის.
ერთჯერადი დახმარების მიმღები პირი, სავალდებულოა, ვეტერანის სტატუსის მქონე იყოს, ირიცხებოდეს სამსახურის ელექტრონულ სააღრიცხვო ბაზაში და შესაბამისი კოდი და ვეტერანის მოწმობა ჰქონდეს.
წყარო: bpn.ge