თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 4–8 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები, როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია; ხოლო Lion Finance Group-ისა და Georgia Capital-ის აქციების ფასებმა ორნიშნა ზრდა აჩვენა.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 78.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.28% წინა კვირასთან შედარებით და +10.99% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 350 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.15 - 79.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 48.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.48% წინა კვირასთან შედარებით და +0.10% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 556 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.20 - 50.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.20% წინა კვირასთან შედარებით და +14.36% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 477 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.90 - 23.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.