საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ასოციაციის წევრებს მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პოლიტიკის დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც IFC Europe აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პროექტის ფარგლებში მოამზადა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მექანიზმები და არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა წამყვან კომპანიებზე და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებს გაუადვილდეთ წვდომა აქტივებზე დაფუძნებულ ფინანსურ პროდუქტებზე, როგორიცაა ფაქტორინგი და რევერს ფაქტორინგი
შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონკრეტულ მექანიზმებზე, რომელიც ფინანსებზე წვდომის მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნეს ოპერაციების განსახოციელებლად.