საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სენაკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 300 614 ლარია.  წინადადებების მიღება 24 აპრილს დაიწყება და 29 აპრილს დასრულდება.

ტექნიკური დოკუმანტაციის თანახმად ქ.სენაკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სენაკის 1 ზონაში წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობას, არსებული ლითონის და თუჯის მილების შეცვლას ახალი მილებით.პროექტით წყლის საანგარიშო ხარჯი განისაზღვრა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წერილში მითითებული მომხმარებელთა საერთო რაოდენობის სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით, კერძოდ ქ. სენაკის პირველი ზონა, კურორტი მენჯი და ახალსოფლისათვის - 30000 კაცი.

სამუშაოების ნაწილი 2025 წლის 25 დეკემბრამდე, ნაწილი კი 2026 წლის 25 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა

პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და საყოფაცხოვრებო წყალარინების ან/და მსგავსი სამუშაოები (სატუმბო სადგურები, სადაწნეო მილები, სასმელი წყლის ჭაბურღილები, თვითდენითი სანიაღვრე მილების მოწყობის სამუშაოები), ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 5 (ხუთი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა“.

დაფინანსების წყარო: 2024 - 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები.  ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად.